„დადასტურდა, რომ საქართველო თებერვლის განმავლობაში მიიღებს „ფაიზერის” ვაქცინას. დოზების რაოდენობა დაზუსტებით გვეცოდინება ხვალ ან ზეგ, წერილი იქნება. ეს იყო მხოლოდ შეტყობინება, რომ საქართველო აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც „კოვაქსიდან” „ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზები მიეწოდება. როგორც არის ჩვენი გეგმაა, აიცრება სამედიცინო პერსონალი. დაახლოებითი რაოდენობა დოზების, რაც მე მაქვს ინფორმაცია, იქნება 30 ათასამდე.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.
ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.