ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესტორატორები ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ – რას აანონსებენ ბიზნესის წარმომადგენლები

მთავრობის კანცელარიასთან მიმდებარე აქციაზე შეკრებილი რესტორატორები, რომლებიც ქვეყანაში შეზღუდვების გახანგრძლივებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ.

როგორც რესტორატორები აცხადებენ, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, 2 თებერვლიდან დაუმორჩილებლობის რეჟიმზე გადავლენ და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

რესტორატორების პროტესტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც 80-მდე ქართულმა რესტორანმა განაცხადა, რომ პროტესტის მიზნით, 24 საათის განმავლობაში მიტანისა და გატანის სერვისს გააუქმებდნენ.  საპროტესტო ონლაინპლატფორმას 200-მდე რესტორანი შეუერთდა.

პროტესტის მონაწილე რესტორატორები აცხადებენ, რომ მათ ბიზნესებს გაკოტრება ემუქრება.

რესტორატორებთან ერთად ადმინისტრაციასთან დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალებული კომპანიები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ისინი  საქმიანობის აღდგენასთან ერთად, საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაც მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა შემდეგი აქცია ხვალ, 31 იანვარსაც დაანონსეს.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი ტებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....