ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“AstraZeneca-ს ვაქცინის 18–64 წლამდე პირებისთვის გამოყენება დაშვებულია” – “ბი-ბი-სი”

“AstraZeneca-ს ვაქცინის 18–64 წლამდე პირებისთვის გამოყენება დაშვებულია”, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ერთი კვირით ადრე, AstraZeneca-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ვაქცინის მასშტაბურად მიწოდებისთვის პრობლემა ექმნებოდათ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვაქცინის შესატანად დასტურს ელოდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობდა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით ბუნდოვანებები არსებობდა.

ცნობისთვის, Pfizer-ის და Moderna–ს შემდეგ,  AstraZeneca–ს ვაქცინა, მესამეა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში დაუშვეს.

 

იტვირთბა....