ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეზღუდვები შეიძლება წინსწრებითაც მოიხსნას” – რა განცხადებას ავრცელებს ცერცვაძე

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირების დადებითი შემთხვევები მაჩვენებელი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა უახლოეს მომავალში მოიხსნას,” –  ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, მას არ შეუძლია გასცეს კონკრეტული რეკომენდაცია შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ მისივე თქმით, ეს ეტაპობრივად გონივრულად და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

“მე კონკრეტული ინფორმაცია რისკისა, თუ რომელი კონკრეტული შეზღუდვის მოხსნაა დაკავშირებული მეტ რისკთან და რომელია გამართლებული და რომელი არა, არ მაქვს. ამიტომ მე კონკრეტულ რეკომენდაციას, რომ დღეს რომელიმე შეზღუდვა მოიხსნას ვერ გავცემ. მე შემიძლია გავცე მხოლოდ ის, რომ მხარს ვუჭერ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად გონივრულად და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ და ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ, რამდენიმე დღე კიდევ მოვითმინოთ და როცა ყველა პირობა იქნება, რომ უმტკივნეულოდ და რისკის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვები, მოვხსნათ. მთელი მთავრობა ჯანდაცვის სამინისტრო და  დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე მუშაობს, ვინმეს ნუ იფიქრებს, რომ მხოლოდ მოსახლეობა წუხს ამაზე და ბიზნესი. ამით შეწუხებულია ყველა, ვინც პასუხისმგებელია შეზღუდვების შემოღებაზე და მოხსნაზე. როგორც კი იქნება შესაძლებლობა, რომ მოიხსნას ესა, თუ ის შეზღუდვა დამიჯერეთ მოიხსნება, არ დაგვიანდება, პირიქით, შეიძლება წინსწრებითაც მოხდეს,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი თებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....