ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეგ უკვე უინტერესო დეტალია!” – რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“მეტრონომი” ნიკა გვარამაის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“მთავარი, რაც ელისაშვილთან მემორანდუმს სრულ ფიქციად აქცევს და ყველაფერ დანარჩენს ყოველგვარ შინაარსს აცლის: ყველაფრის სუბიექტი (მათ შორის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრობის) არის აი ეს ფორმულირება – “ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით”.

ანუ, ვინც არ შევა მოპარულ პარლამენტში, ვერც რაიმე კომისიაში იქნება და ვერც სხვა რამეს იზამს. ანუ, საერთოდ არაფერს წარმოადგენს. მეტიც, ვისაც ქონდა კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება, ამ მემორანდუმით ესეც დაკარგეს.
ოეეეეე…

პ.ს. ცესკოს წევრებს რომ ზურაბიშვილი ნიშნავს სამთავრობო ენჯეოების უმრავლესობით დაკომპლექტებული კომისიის წარდგენით, ეგ უკვე უინტერესო დეტალია”. – წერს ნიკა გვარამია.

მთავარი, რაც ელისაშვილთან მემორანდუმს სრულ ფიქციად აქცევს და ყველაფერ დანარჩენს ყოველგვარ შინაარსს აცლის: ყველაფრის…

Posted by Nika Gvaramia on პარასკევი, 29 იანვარი, 2021

 

იტვირთბა....