“ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის მიმართ არსებულ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება.
კილაძე ბრიყვს უწოდებს იმ ადამიანებს, ვინც ივერი მელაშვილს მოღალატედ და გამყიდველად მოიხსენიებს.
“ივერი მელაშვილს აშავებენ ქოცები-თქვა, გარეჯი საქართველო არ არისო! მართლა ასეთი ბრიყვები ხართ, თუ თავს შეგნებულად ისულელებთ?! ახლა გაიგეთ რომ ისტორიული მემკვიდრეობა და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე? ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ვიყავით ერთ დროს! აფხაზეთი საქართველოა-გახსოვთ?!”- წერს ელისო კილაძე.
ცნობისთვის, გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილმა განმარტა, რომ 1929 წელს შედგენილი რუკის მიხედვით, სადავო ტერიტორიები საქართველოს არ ეკუთვნის სამართლებრივად და ამის მისაღწევად მოლაპარაკებებია საჭირო. ამ განცხადებას საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა და მას “მოღალატე” უწოდა.
შეგახსენებთ, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.