ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსის ახალი ვაქცინა შეიქმნა, რომელმაც 89%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ამერიკული კომპანია “ნოვოვაქსმა” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა. კლინიკური კვლევების დასრულების შემდეგ, ვაქინამ  89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ნოვავასი კვლევის მე-3 ფაზაზეა და ცდებში 18-დან 84 წლამდე 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეთა 27% 65 წელს ზემოთ არის.

ამ დროისთვის, დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის სამი ვაქცინა დაამტკიცა გადაუდებელი გამოყენებისთვის, მათ შორის ასტრაზენეკას, ფაიზერ/ბიონტეკისა და მოდერნას ვაქცინებია.

 

იტვირთბა....