ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გათავისუფლებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მისი და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრების შემდგომ გაკეთებული განცხადებები ნიშნავდა იმას, რომ ვიღაც დაინტერესებულია, საქართველოსა და მის პარტნიორს შორის ურთიერთობების გაფუჭებით.
ამასთან, მელაშვილის შეფასებით, ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მას პოლიტიკურის გარდა, სხვა შინაარსი არა აქვს – აჟიტირება წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა და ეს იყო არჩევნების დროს პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“.
ასევე, როგორც მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დროს არსებობდა ზოგადი კითხვა, მოქმედებდა თუ არა ის ვინმეს დავალებით, თუმცა გამოკითხვის პროცესში კონკრეტული პირი არავინ უხსენებიათ.
“ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მას პოლიტიკური გარდა, სხვა შინაარსი არა აქვს – აჟიტირება წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა და ეს იყო არჩევნების დროს პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“. მთელი გამოკითხვის პროცესში იმას ვამბობდი და ვასაბუთებდი, რომ არავითარი გადაცდომა არ მომხდარა. ტერიტორიის გადაცემა და ასე შემდეგ, სისულელეა – ამდაგვარი რამ არ ყოფილა. პროკურატურის მთავარი არგუმენტია 200 000-იანი მასშტაბის ყბადაღებული რუკა. არასდროს საზღვარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ისეთნაირად არ ყოფილა წარმოჩენილი შეთანხმებულ მონაკვეთებზე, როგორც ამ რუკაზეა მოცემული, რადგან თვითონ ეს რუკაა ანომალიაა – რუკა ერთი დიდი შეცდომაა, ბევრი უზუსტობითა და შეცდომით“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსნებთ, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. აღნშნული მიმართვა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეეცვალას გულისხმობდა. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.
დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.