“მივიღოთ ბაზრობებისთვის უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება და მათი გახსნის თარიღმა, დასახელებული 15 თებერვლის ნაცვლად, გადმოიწიოს უფრო ახლოს, მაგრამ დღეს, ჯერჯერობით, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვით,” – აღნიშნული განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისა და ღია-დახურული ბაზრობების ხელმძღვანელებს შეხვედრის შემდეგ განმარტა, სექტორის წარმომადგენლებს აუხსნეს ის მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც მთლიანად გუნდი, ეპიდემიოლოგებთან ერთად აფასებს ვითარებას და იღებს გადაწყვეტილებას.
“ბაზრობების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან განვიხილავთურთიერთმისაღებ შესაძლებლობებს და არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენცია გაგრძელდება სტაბილურად, მივიღოთ ბაზრობებისთვის უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება და მათი გახსნის თარიღმა, დასახელებული 15 თებერვლის ნაცვლად, გადმოიწიოს უფრო ახლოს, მაგრამ დღეს, ჯერჯერობით, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვით. ჩვენ ერთი კვირის შემდეგ დავუბრუნდებით საკითხის განხილვას, ასე რომ, მათთვის პერსპექტივა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, თუ, რა თქმა უნდა, ამ მომდევნო დღეებში არ მოხდა ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესება.
აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მალე დაიწყონ საქმიანობა. ყველაფერს ვითვალისწინებთ, თუმცა, პრიორიტეტი მაინც ეპიდემიის მართვაა“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი თებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.