ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამას მირჩევნია ციხეში შემაბრუნონ” – მელაშვილი მისი გამოშვების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლაზე

ივერი მელაშვილი მისი საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის.

ამასთან, როგორც მელაშვილი აცხადებს,  არ სურს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგანი გახდეს.

ასევე, ის არ მიესალმება მისი გათავისუფლების გამო რომელიმე პარტიის მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტზე ხელის აღებას.

“ეს არის ხალხის ერთობლივი გადაწყვეტილება. თითოეული პარტია ვალდებულია, რომ ეს პირობა დაიცვას. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცამ დამსახურება მიიწეროს, რომ, აი, მე რაკი დავაყენე საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, ეს არასწორია. არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე.

ვთხოვდი, გინდა ელისაშვილს, ვინც გინდა იყოს, დიდი მადლობა ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს მოლაპარაკება. ასე მიაღწევთ წარმატებას, თუ მიაღწევთ და ასე მიაღწევს ქვეყანა წარმატებას. თუ ამას ვერ ასრულებთ, თავი დაანებეთ იმას, რომ, აი, მელაშვილი გამოუშვეს და ამის გამო პარლამენტში შევალ, ნურას უკაცრავად. წამიყვანონ უკან და ჩავჯდები. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინმემ გამომიყენოს იმისთვის, რომ აი გამომიშვეს და პარლამენტში შევა”, – ამბობს მელაშვილი.

ცნობისთვის, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება პარლამენტში შესვლის საკითხთან მიმართებით რეალობას მნიშვნელოვნად ცვლის. 

შეგახსნებთ, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. აღნშნული მიმართვა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეეცვალას გულისხმობდა. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

იტვირთბა....