ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მე და გახარია უახლოესი მეგობრები ვართ და ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის” – ვახტანგ გომელაური

“მე და გახარია ვართ უახლოესი  მეგობრები და ჩვენ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის,” – ამის შესახებ შიანგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გომელაური „გახარიას კადრებს, მათ შორის, კახა საბანაძეს თანამდებობიდან უშვებს“, მინისტრმა განაცხადა, რომ საბანაძე მისი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი.

„კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა, ვიდრე გახარიასი. ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია როდესაც დაინიშნა ძალოვანში, მთხოვა და მივეცი. კოტე ანანიაშვილი მუშაობს ჯერჯერობით. ისიც ჩემთან მუშაობდა მინისტრი რომ ვიყავი და ჩემი კადრი არ არის და გახარიასია? მეორეც, მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები, არანაირი დაპირისპირება არ არის. წლებია ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემი კადრები და იმის კადრები – ასეთი რაღაც არ არსებობს, 8 წელი აქ ვარ, გარედან მოსული კადრი არავინაა. ყველა არის ძველი კადრი, რომელიც ჩემს დროს მუშაობდა“, – განაცხადა გომელაურმა.

იტვირთბა....