ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არარსებული ბრალდებაა, საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა”- ივერი მელაშვილი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გათავისუფლებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მისი და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდლია.

როგორც სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ მელაშვლმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც.

“უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა. ეს არის აბსურდული, რომ ვიღაც ცდილობდა ფართების გადაცემას ან რაღაც. ეს არის არარსებული ბრალდება. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც“, – განაცხადა მელაშვილმა.

მელაშვილის თქმით, კადრებში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, ჩვეულებრივი სამუსაო შეხვედრაა ასახული.

“ასევე ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, ვითომ რაღაც ისმის და ვის შესახებაც ვსაუბრობ. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საკითხი ეხება სამუშაო შეხვედრას ანუ კომისიის თავმჯომარეს მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ხვდება. ამ თემაზე მსჯელობა არ შეიძლება იყოს გასაჯაროებული,”- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

სასამართლოს დარბაზიდან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების კადრები ვრცელდება.

ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

იტვირთბა....