ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჯერ დაგვიჭირეს, მერე სამსახურშიც არ მიმიღონ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს როგორი დამოკიდებულებაა?”- ივერი მელაშვილი

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი სასამართლო პორცესზე სიტყვით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას ბრალდებულამ პროკურატურის შუამდგომლობა გააპროტესტა, რომელიც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს ეხება

როგორც მელაშვილმა ღნიშნავს,  ეს საგამოძიებო უწყების გადასაწყვეტი არ არის და მისი სამსახურში დაბრუნების  გადაწყვეტილება უშუალო ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.

“ჯერ დაგვიჭირეს, მერე სამსახურშიც არ მიმიღონ, უხელფასოდ დამტოვონ, ეს როგორი დამოკიდებულებაა? არ მესმის. სამსახურიდან გამოვაგდოთო – ეს რა დამიკიდებულებაა, არ მესმის. სამსახურში ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ამან არ იმსჯელოს და მინისტრს ინფორმაცია არ მიაწოდოსო? რა პროკურატურის გადასაწყვეტია სამსახურიდან გაშვება? ამას ხელმძღვანელობა წყვეტს”,- განაცხადა მელაშვილმა.

მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

იტვირთბა....