“აუცილებელია, რომ ანტივაქსერული, ანტიმეცნიერული, უაზრო და არაჯანსაღი ქმედებები სასულიერო პირებისგან შეწყდეს და ამის იმპერატივი უნდა იყოს საპატრიარქოსა და წმინდა სინოდისგან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად, ბათუმის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის საღი და სწორი პოზიცია, გურჯაანის ეპისკოპოსის, მეუფე ექვთიმეს პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ პირველი ჩავიტარებ ვაქცინაციას გურჯაანის რაიონში მაგალითის მისაცემადო. ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომ მედიცინას და მეცნიერებას ეკლესიამ ძალიან ცალსახად გამოუცხადოს მხარდაჭერა.”
ილია ჭიღლაძე – საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს ხელმძღვანელი
ამის შესახებ ილია ჭიღლაძემ გადაცემაში “კომენტარი” კორონავირუსის ვაქცინაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.