ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოცხადებულია, რომ თუ გარკვეული მაჩვენებელი შესაძლებლობას მოგვცემს, რაღაცები უფრო ადრე ამუშავდეს”- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი შენარჩუნდება, ეს შესაძლებლობას მისცემს, დაწესებული შეზღუდვები გეგმაზე ადრე მოიხსნას.

როგორც პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქება ფრთხილად და მონიტორინგის საფუძველზე უნდა მოხდეს.

“გეგმა გამოცხადებულია, რა, როგორ იქნება. ასევე გამოცხადებულია, რომ თუ გარკვეული მაჩვენებელი შესაძლებლობას მოგვცემს, რაღაცები უფრო ადრე ამუშავდეს. გარკვეული დრო არის ხოლმე საჭირო, რომ სიტუაცია შეაფასო. გგონიათ, ვინმეს სიამოვნებს, ვიღაცას დისკომფორტი შეუქმნას, ტრანსპორტი არ მუშაობდეს ან ბავშვები სკოლაში, ბაღში არ მიდიოდნენ.  თვითონ ბავშვებს შესაძლოა, არაფერი ისეთი არ დაემართოს, მაგრამ ბებიები ჰყავთ სახლებში. ამიტომ, ყველაფერი შეწონილი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი თებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....