მთავარი ციტატა

“ჩემი სალომე დაიბადა იმისათვის, რომ გარდაცვლილიყო”- მამა გრიგოლი

“არც მომითხოვია ვინმეს დაკავება. ყველა ადამიანები ვართ, პოლიციელები ადამიანები არ არიან? მე არც ის ვიცი, ის პოლიციელი ფხიზელი იყო თუ არა, ყველას ვთხოვე, რომ ეს ამბავი ჩემთან არ მოეტანა. ჩემი სალომე დაიბადა იმისათვის, რომ გარდაცვლილიყო, არავის დასჯას არ ვითხოვ.”

დეკანოზი გრიგოლ მთვარელიშვილი – ჩუმლაყის ტაძრის წინამძღვარი 

შეგახსენებთ, 3 ნოემბერს  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის სალომე მთვარელიშვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, გზაზე მოპედით დები გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტომანქანას, რომელიც მოპედს შეეჯახა, პოლიციის თანამშრომელი მართავდა.მოგვიანებით, სასამართლომ რობერტ მანუჩარაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დეკანოზი დამნაშავის დასჯას არ ითხოვს.

 

იტვირთბა....