სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ზაზა გახელაშის პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 25 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო.
ზაზა გახელაძის ბოლო ე.წ. სასამართლო პროცესი 18 იანვარს გაიმართა. ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
33 წლის ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.