ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა შემთხვევაში შემსუბუქდება შეზღუდვები დაგეგმილზე ადრე” – გახარია განმარტავს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 28 იანვარს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან გამომდინარე, ავადობის მაჩვენებელი 4%-ს მიუახლოვდა, რაც კკიდევ უფრო მეტად დადეითი მაჩვენებელია.

გახარიას თქმით, თუ ეს მაჩვენებელი ერთი კვირით შენარჩუნდება, შესაძლოა, რეგულაციები დაგეგმილზე ადრე შემსუბუქდეს.

პრემიერმა დააზუსტა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება საგანმანათლებლო და ტრანსპორტის სფეროებს.

“დღეს 18 ათასი ტესტიდან დადებითი მაჩვენებელია 723, რაც დიდი ციფრია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა.

დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ ერთი კვირის განმავლობაში, ისე, როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება თბილისს ქუთაისს და რუსთავს და პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი თებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....