ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 850 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 718, პისიარტესტით – 7 132.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 287 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 246 459 გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 538, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 770 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 346 პირი.

ამასთან, 27 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი.

იტვირთბა....