ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზი თადეოზი თავისი ქადაგებისთვის შენდობას ითხოვს” – საპატრიარქო დეკანოზის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილს ავრცელებს.

“მეტრონომი” აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.
ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.
ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან”. – ვკითხულობთ დეკანოზის წერილში.

შეგახსენებთ, დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მის ქადაგებას გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რომელმაც განაცხადა, რომ დეკანოზს ეპარქია შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს. 

📌 დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილი

➡️ მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი…

Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on Wednesday, January 27, 2021

იტვირთბა....