გაეროს დამოუკიდებელი მრჩეველის, პროფესორის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მეტროს გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
როგორც ფხაკაძე “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას დასძენს, მეტრო სამოციან წლებში აშენდა, სადაც ვენტილაციის პრობლემა მოუწესრიგებელია, ამიტომ იქ ერთი ინფიცირებული ყველას დააინფიცირებს.
“მაღაზია, კი ბატონო, გახსენი, მაგრამ თქვი, რომ 5 კვადრატულ მეტრში შემოვიდეს ერთი მომხმარებელი, აუცილებლად პირბადეებიც უნდა ქონდეთ, აუცილებლად უნდა იყოს ხელების დასაბანი ადგილი.
მეტროს გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მეტრო აშენდა სამოციან წლებში, იქ ვენტილაციის პრობლემა ისეთია, იქ ერთი თუა ინფიცირებული, ყველა იქნება ინფიცირებული, რატომ ვიტყუებთ თავს. ავტობუსში მაგალითად დამატებითი რეგულაციები, თუ არის ავტობუსი 80 კაცზე გათვალისშინებული, იქ შეიძლება შევიდეს 20 კაცი, 30 კაცი, აუცილებელია პირბადე და ფანჯრები უნდა იყოს ღია და არ უნდა ილაპარაკონ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი თებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.