aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელი შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან – ვიცე-პრემიერის განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი.  ამის შესახებ ცქიტიშვილმა სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ობიექტებმა პირველი თებერვლიდან მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

„დღეს შეხვედრა შედგა ძირითადი სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მენეჯმენტთან. ეს არის ის ბიზნესი, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო, თუ როგორ იფუნქციონირებს ეს ქსელები, ისე, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....