ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება.
როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება ბიზნესისთვის შაბათ-კვირას.
“ჩვენ ამაზე არც გვისაუბრია. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს იმისათვის, რათა ბიზნესსაც ავუხსნათ, უფრო კარგად გაიგონ, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები ასეთი სახით მიღებული. ჩვენი საუბარი, სამაგიროდ, ეხება იმას, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ოპერირება იყოს გამართული, უსაფრთხო”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე პირველ მარტამდე ძალაში რჩება.