პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი დღეს არ გაჩენილა, სულ იყო; იდენტიფიცირება მოხდა და დაავადება გამოიწვია. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.
“ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ამის არგუმენტებიც არსებობს. ქართველმა ექიმებმა დიდი გამოცდილება მიიღეს კოვიდთან ბრძოლაში, დიდი ცოდნა მივიღეთ ყველამ ერთად, ყველაზე დიდი ცუდი წარსულში დავტოვეთ და იმედია, მომავალი უკეთესი გვექნება.
კორონავირუსი დღეს არ გაჩენილა, სულ იყო; იდენტიფიცირება მოხდა და დაავადება გამოიწვია. გავა პერიოდი და ესეც წარსულს ჩაბარდება. მხოლოდ ლიტერატურაში აღიწერება” – აღნიშნა რატიანმა.