ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ, მას შეუძლია სააკაშვილის ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა”- იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გულშემატკივრობს, რადგან იმედი აქვს, რომ ნიკა მელია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. 

ხვიჩიას თქმით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში” ისეთ ადამიანს ეძებს, რომელიც ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას არ დაუშვებს.

“მე ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ და ნიკა მელიამ ეს იცის. მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულას ნაციონალური მოძრაობის მიმართ მთელ ამ პროცესში. მე და ჩემი პარტია ვართ ხალხი, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დაბრუნება, ჩვენ ამ იმედით ვმოძრაობთ. როდესაც ჩვენ ნიკა მელიას იმედი გვაქვს და დავადასტურებ, რომ გვაქვს ნიკა მელიას იმედი, ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ვეძებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის “არას” თქმას,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, 25 იანვარს “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეფონით დაუკავშირდა და მოეჩვენა, რომ თითქოს დაემუქრა. ამის გამო ხვიაჩია ამბობს, რომ შესაძლოა პარლამენტს მიმართოს, რათა იარაღის ტარების უფლება მისცეს.

იტვირთბა....