ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც” – ლევან რატიანი

“ვაქცინა უნდა გახდეს ეფექტური ბრძოლის საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორმა, ლევან რატიანმა “ღამის კურიერში” განაცხადა.

ამასთან, ლევან რატიანმა გადაცემაში სტუმრობისას დასძინა, რომ ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს როგორც თავად, ასევე მისი ოჯახის წევრებიც.

“სამყაროში საბედნიეროდ შეიქმნა ვაქცინა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაავადება იქნას თავიდან აცილებული.  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, სამეცნიერო საზოგადოება, ბიოტექნოლოგიური ცენტრები გვეუბნებიან, რომ ეს არის სარწმუნო ვაქცინა. მე უცილებლად გავიკეთებ, ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ. ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოაუტანლობა, ანუ ალერგიული რეაქციები,”- განაცხადა ლევან რატიანმა.

იტვირთბა....