ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ალერგოლოგი აღნიშნულ მიმართვაში კოვიდვაქცინის შესახებ სასიხარულო ინფორმაციაზე წერს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
,,ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელში 128 ათასი ადამიანიდან, რომლებსაც ფაიზერის ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული, მხოლოდ 20 პირს განუვითარდა დაავადება. მათი სიმპტომები იყო ხველა, სისუსტე, დაბალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, არც ერთი მათგანს ჰოსპიტალიზაცია არ დაჭირდა. საინტერესოა, რომ ინფიცირებულების 50%-ს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.
გილოცავთ, კოვიდვაქცინა იცავს”, – წერს კულუმბეგოვი ,,ფეისბუქის” გვერდზე.