პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ჯაფარიძე წერს, შეზღუდვების დაწესება არასწორია, მოქალაქეებს ყველგან წასვლის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და მათ ქმედებებზეც ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებელი.
“მარტივია: მე ვარ თეატრი, გინდა მოსვლა, მოდიხარ, შენი პასუხისმგებლობაა, თუ არა და ეგდე სახლში.
მე ვარ რესტორანი, თუ გინდა, მოდიხარ ჭამ, მე გემსახურები, თუ არ გინდა, ეგდე სახლში.
მე ვარ ჯიმი, ვვარჯიშობთ აქ ხალხი, თუ გინდა, მოდიხარ, ვარჯიშობ, თუ არადა კისერი გიტეხია.
თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეშინია, ნუ ახვალ, მე მჭირდება.
მარტივი რამეა, ყველა იღებს პასუხისმგებლობას თავის ქცევაზე და მნიშვნელოვანია გესმოდეს, რომ რაღაც განსაკუთრებულს არ ითხოვთ”, – დაწერა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ქვეყანაში დაწსებული შეზღუდვების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.