ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შემთხვევაში მოიხსნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობა მაშინ დაიწყება,როცა ჩატარებული ტესტირებებიდან ინფიცირების მაჩვენებელი 4 პროცემტზე ჩამოვა.

როგორც მდინარაძემ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  აღნიშნული გადაწყვეტილება კონკრეტულ მეცნიერულ გათვლებზე დაყრდნობით მიიღეს, რომელსაც ევროპის ქვეყნებიც აღიარებენ.

““როგორც კი ბოლო შვილი დღე იქნება ისეთი, რომ დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ჩვენ უკვე დავიწყებთ ფიქრს, რომ მაგალითად, ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვები მოვხსნათ.

ეს არ არის ვინმეს პრეტენზიაზე ან რომელიმე ადამიანის, თუნდაც ჩემს წარმოდგენაზე დამოკიდებული. ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ მეცნიერულ გათვლებზე, რომელთა მიხედვითაც დინამიკაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება გარკვეულ მეცნიერულ ამ დათქმებზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამას ევროპის წამყვანი ქვეყნები ამგვარად აღიარებენ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

 

 

იტვირთბა....