“ეს ძალიან რთული სიტუაცია არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. ადამიანები დაიღალნენ შეზღუდვებით. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს იმის გამო, რომ ეს ვირუსი ძალიან უცნაურია, ქვეყნები ძალიან შეშინებულები არიან. ევროპაშიც ბოლო დღეებშიც გამკაცრდა ეს ღონისძიებები. ჯანდაცვას და ეკონომიკას ვერ დავყოფთ, თუ ჯანდაცვის მდგომარეობა გაუარესდა, ისინი ეკონომიკაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. თუ “R” კოეფიციენტი ერთზე დაბალია, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე.”
ზაზა წერეთელი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის ექსპერტმა და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი
ამის შესახებ ზაზა წერეთელმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.