ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ ეტაპისთვის თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვერ ვისაუბრებთ”- ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხეავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან მიმართებაში ბოლო პერიოდში დადებითი დინამიკა შეინიშნება, ეს შეზღუდვების მოსახსნელად საკმარიის არ არის.

როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დისკუსიები მიმდინარეობს, რა მიდგომა იქნება თანმიმდევრული და უსაფრთხო, რომ ეს დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს.

„დინამიკა არის სტაბილური, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ ეტაპისთვის, თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, თუ რა მიდგომა იქნება თანმიმდევრული და უსაფრთხო, რომ ეს დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....