ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტის წევრობა იარაღის ტარებისთვის არ უნდა გინდოდეს”- უმრავლესობის წევრი იაგო ხვიჩიას პასუხობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტს იარაღის ტარების უფლების მინიჭებისთვის მიმართოს.

ნიკოლოზ სამხარაძე  იაგო ხვიჩიას პასუხობს და აცხადებს, რომ პარლამენტის წევრობა იარაღის ტარებისთვის არ უნდა უნდოდეს.

როგორც სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იაგო ხვიჩიას აქვს უფლება, პარლამენტს მიმართოს, მაგრამ „ამაზე საუბარი სასაცილოა”.

„პარლამენტის წევრობა იარაღის ტარებისთვის არ უნდა გინდოდეს.

ოპოზიციაში არის დიდი არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ოპოზიცია ვერც ვერასოდეს იქნებოდა ერთიანი და გაერთიანდნენ რაღაც ეფერემული, არჩევნების გაყალბების გარშემო. შესაბამისად, როცა არჩევნების გაყალბების მითი დაიმსხვრა, მათი ერთიანობაც ამ პროცესს მიჰყვა. ნათელია, რომ ის დაპირისპირებები, რომელმაც ოპოზიციაში იჩინა თავი, სრულიად ლოგიკური შედეგია იმისა, რომ ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმი ვერასოდეს ვერ იქნება. იაგო ხვიჩია და ნიკა მელია ერთმანეთზე რას ლაპარაკობენ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, 25 იანვარს “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეფონით დაუკავშირდა და მოეჩვენა, რომ თითქოს დაემუქრა. ამის გამო ხვიაჩია ამბობს, რომ შესაძლოა პარლამენტს მიმართოს, რათა იარაღის ტარების უფლება მისცეს.

იტვირთბა....