მას შემდეგ, რაც “გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მას სატელეფონო საუბარში დაემუქრა, დამატებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ამის შესახებ მან „პალიტრანისუის“ ეთერში განაცხადა.
„არ მითქვამს, რომ ნიკა მელია დამემუქრა, უფრო თავდაურწმუნებელი სიტყვა გამოვიყენე – „მე მომეჩვენა“ ეს გამოვიყენე და არასწორად გაავრცელეს, მათ შორის, ცნობილმა მედიასაშუალებებმა, რომლებსაც ეს არ ეკადრებათ.
მთელი დღეა ვისმენ, ვინ რა მითხრა, მაგრამ რეალურად, ის ყურადღება, რაც ამ ამბით მივიპყრე, მინდა გამოვიყენო იმაში, რას ვაკეთებდი 31 ოქტომბრიდან, რა ურთიერთობები მქონდა სხვადასხვა პარტიასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
თქვენ იცით, რამხელა თავდასხმის ობიექტი ვარ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პარტიები თავს მესხმიან. მე უცებ წარმოვიდგინე, რომ ეს ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და კოლეგა, რომელზეც ხალხს ეუბნებოდი, რომ მე ამათთან ვთანამშრომლობ, ხელი მოვაწერე დოკუმენტაციას, ვთანამშრომლობ, ასე საჯაროდ ამას მეუბნება. არ მინდა ჩვენს შორის ახლა განსხვავებებზე ვილაპარაკო“, – განმარტა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას 25 იანვრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეფონით დაუკავშირდა და დაემუქრა. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „დღის ამბებში“ განაცხადა.