ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც შეეხება იარაღის ტარებას, იაგო ხვიჩია საჯარო პირია და თავად უნდა შეძლოს საზოგადოებაში ავტორიტეტის აწევა”

“ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ პარლამენტს იარაღის ტარების უფლების მინიჭების მოთხოვნით უნდა მიმართოს.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქმე ერთმანეთში უნდა მოაგვარონ, ხოლო საჯარო პირმა საზოგადოებაში საკუთარი ავტორიტეტის აწევა თავად უნდა მოახერხოს.

“რაც შეეხება იარაღის ტარებას, პარლამენტის წევრი დაცულია იმუნიტეტით, თუმცა პარლამენტის წევრი საჯარო პირია და თავისი ავტორიტეტითა და საქმიანობით იმას უნდა იმსახურებდეს, რომ თავად შეძლოს საზოგადოებაში ავტორიტეტის აწევა. ბუნებრივია, პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს, მაგრამ მათ შორის მოლაპარაკებები მათი საქმეა,”- აცხადებს მაჭარაშვილი.

დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობის” წარსულ გამოცდილებასაც იხსენებს და აცხადებს,რომ მუქარა მათი სტილია.

“სამწუხაროდ, მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის” სტილია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 25 იანვარს “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეფონით დაუკავშირდა და მოეჩვენა, რომ თითქოს დაემუქრა. ამის გამო ხვიაჩია ამბობს, რომ შესაძლოა პარლამენტს მიმართოს, რათა იარაღის ტარების უფლება მისცეს.

 

იტვირთბა....