ხორვატი მსახიობი და მომღერალი, მირა ფურლანი გარდაიცვალა.
მსახიობი 65 წლის ასაკში დასავლეთ ნილოსის ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
ფურლანი იუგოსლავიაში დაიბადა და 1991 წელს ამერიკაში საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მსახიობმა კანის კინოფესტივალის გამარჯვებულ, ემირ კუსტურიცას ფილმში “მამა მივლინებაშია” ითამაშა. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში – “ბაბილონი 5”, “ორჯერ დაბადებული”, “დედასთან ერთად”.
საყოველთაო პოპულარობა საკულტო სერიალ “დაკარგულებში” შესრულებულმა ფრანგი მეცნიერის, დანიელ რუსოს როლმა მოუტანა.