მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, NDI-ის ახალი კვლევის შედეგები ოპოზიციისთვის დიდი საფიწრებელია. აღნიშნულით ანა დოლიძე აღნიშნულით ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ახალი კვლევის იმ შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ეხება.
დოლიძის შეფასებით, ეს შედეგი იმის ფონზე დადგა, როცა ადამიანების მტავარი ამოცანა გადარჩენა იყო და ოპოზიცია მხოლდო რაუნდებზე ლაპარაკობდა.
“თავიდანვე ვამბობდი, რომ ბოიკოტის შემთხვევაშიც ხალხს სჭირდება ქომაგი, ამქარი, რომელიც მისდევს მის სოციალურ პრობლემებს. ოპოზიციას ბოიკოტის შემთხვევაშიც კი , ხალხთან უნდა გაეგრძელებინა მუშაობა სოციალურ თემებზე და იმ თემებზე, რომელიც ჩვენს ოჯახების ყოველდღიურად განიხილება. კვლევის ეს შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის – რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა ოპოზიცია და რის გამოც უკმაყოფილება გამოავლინა. ჩემი აზრით, ეს არის იმ ქომაგის არ არსებობა, რომელიც ოპოზიციის სახით ხალხს სჭირდება.ბოლო სამი თვეა, ყველა გადართული იყო რაუნდებზე, მაშინ, როცა ადამიანებს აქვთ გადარჩენის ამოცანა. მე თავიდანვე ვიყავი ამ ფრონტზე ბევრი მიზეზის გამო”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი კითხვაა, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.
აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება” (31%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”(5%). რაც შეეხება სხვა პარტიებს -“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”, ისინი ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს.