“სტრაგეტია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მას პიროვნულად მოსწონს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისნაირი მასშტაბური პოლიტიკოსი “ნაციონალურ მოძრაობაში” არ არსებობს.
ჩარკვიანი “დღის ამბებში” სტუმრობისას აცხადებს, რომ საჭიროა, სწორი მიდგომები ჰქონდეთ პოლიტიკოსებს.
“მე პიროვნულად მომწონს და ძალიან მესიმპატიურება თავისი მასშტაბით პიროვნება მიხეილ სააკაშვილი. მან და მისმა ამომრჩეველმა ეს იცის და მე არასდროს არ ვმალავ. ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსს მის პარტიაში ვერ ვხედავ. მე მომწონს სააკაშვილის გულმხურვალე იდეალისტი ამომრჩევლით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომწონს ყველა მის პარტიაში”,’- აცხადებს ჩარკვიანი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რაიმე არ მოეწონა მას “ნაციონალური მოძრაობიდან”, ჩარკვიანი პასუხობს, ” დიახ, ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან სწორად. “
ჩარკვიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ხატია დეკანოიძესაც უპირისპირდება.
“კანონპროექტებს ვიღაცა თუ ახლა აყენებს, ჩვენ დიდი ხანია დაყენებული გვაქვს. თუ ვინმეს კიდევ კარგი კანონპროექტი უნდოდა, ზოგიერთს, განსაკუთრებით პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს, კანონპროექტი მაშინაც შეეძლო რეფორმირებულად, როდესაც მისი 9-წლიანი მმართველობის დროს მიღებული არის ის კანონები, რომლებსაც ახლა ჩვენ, ოპოზიცია ვასწორებთ. მაგალითად, უვადო გამოძიება, როდესაც პროკურატურა თავის თავს იძიებს,”- აცხადებს ჩარკვიანი.
ჟურნალისტმა ჩარკვიანს ბოლომდე განმარტების საშუალება არ მისცა, მიზეზად კი ეთერში ხატია დეკანოიძის არ ყოფნა დაასახელა.
“გამცეს პასუხი, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ როცა მოვა, გამცეს პასუხი. მე არ მეპარება არაფერი არასოდეს,”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.