“ამ კვლევას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ მთავარი სურათი გვაჩვენა, რომ ქვეყანაში არ არის ვითარება ნორმალური, რაც შეეხება კვლევას, რამდენად გულწრფელად პასუხოდბდნენ დასმულ შეკითხვებს, როდესაც შანტაჟის პირობებში ვცხოვრობთ ჩვენ, არჩენვებში ხმის მიცემისას ემუქრებოდნენ, თუ ხმას ოცნებას არ მისცემდნენ, ან თვითონ გამოაგდებდნენ სამსახურიდან ან ნათესავს. ეს ყველაფერი ილექება და საკითხავია, რამდენად გულწრფელ პასუხებს აძლევდნენ.”
ირმა ნადირაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი
აღნიშნულით ირმა ნადირაშვილი “დღის ამბებში” ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) ახალი კვლევის იმ შედეგებს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ეხება.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი კითხვაა, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.
აღნიშნულ კითხვაზე გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება” (31%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”(5%).
რაც შეეხება სხვა პარტიებს -“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”, ისინი ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს.