მოვაჭრეები ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივების გამო, “ლილო მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში მათ არსებობაც კი უკვე უჭირთ და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
“გვეგონა 24 იანვარს გავიხსნებოდით, მერე შემდეგ ეტაპს ველოდით. ახლა რომ გავიგეთ, პირველშიც აღარ ვიხსნებით, უკვე ვეღარ ვინახავთ ოჯახებს, ხომ გგაგვაჩნია ვალდებულებები, მოგვცენ არსებობის უფლება”- აცხადებს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილე ხაზს უსვამს, რომ ეს არის აპოლიტიკური აქცია და ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, ნაწილობრივ მაინც დაუშვან მათი საქმიანობის უფლება.
მოვაჭრის თქმით, “ლილოს” ბაზრობაზე ვირუსის გავრცელების ნაკლები შანსია, რადგან აქ ღია სივრცეა და გარდა ამისა, ბევრი ადამიანი არც დადის.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.