მთავარი ციტატა

“ქართული ოცნება ფსკერთა მპყრობელი გახდა, ყოველდღე წინას სიგიჟეში ეჯიბრება”- თინა ხიდაშელი

“ქართული ოცნება ფსკერთა მპყრობელი გახდა. ყოველდღე წინას ეჯიბრება სიგიჟეში. ის რომ რაღაც ქმედება საზოგადოებისთვის მიუღებელია და ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, პატიმრობას არ ნიშნავს. პოლიციური სახელმწიფო სხვა კი არაფერია: ტოტალური კონტროლი და ხელბორკილი როგორც ერთადერთი პასუხი.”

თინა ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი 

ამის შესახებ ხიდაშელმა ბათუმში მომხდარი ინციდენტის დროს ერთი აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით სოციაურ ქსელში დაწერა. 

შეგახსენებთ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ირაკლი ფანგანი და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

იტვირთბა....