ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ერთიანად მოხსნა გამართლებული არ იქნება და ამ შემთხვევაში კვლავ უარყოფით დინამიკას მივიღებთ.
როგორც გოგინავა აცხადებს, ქვეყანაში დადებითი დინამიკა შეინიშნება, რაც, გარკვეულწილად, დაწესებული რეგულაციების დამსახურებაა.
მისივე თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად და მონიტორინგის საფუძველზე უნდა მოხდეს.
„როგორც ხედავთ, სტაბილური ეპიდსიტუაციაა, რაც, გარკვეულწილად, რეგულაციების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, რეგულაციები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივად, გონივრულად და ეპიდსიტუაციის მონიტორინგით უნდა მოხდეს. ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა, რადგან შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „იმედთან“.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი ტებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.