ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 311 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 311 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 868 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 686, პისიარტესტით – 4 182.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 253 816 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 243 396 გამოჯანმრთელდა, 3 071 კი გარდაიცვალა.

ამასთან, 24 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი.

იტვირთბა....