დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, რადგან ვირუსი უფრო ფართოდ არ გავრცელდეს და ადამიანებს მეტი ზიანი არ მიადგესთ.
როგორც გამყრელიძემ “პალიტრანიუსთან” განაცხადა, ის ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას.
“უნდა გავითავისოთ რასთან გვაქვს საქმე, ეს ხომ ჩვეულებრივი ეპიდემია არ არის. ეს არის განსაკუთრებული ეპიდემია, პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ? მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში. რესტორანი კი კარგია, მესმის, შემოსავალია ადამიანისათვის, კი ბიზნესია, მაგრამ განათლება და ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი ტებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.