ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება” – ამირან გამყრელიძის განმარტება

“ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში ქვეყანაში არსებულ კოვიდრეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდსიტუაციდან გამომდინარე მოხდება.

“პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია შეზღუდვები, რეგულაციები, ვაქცინაციასთან ერთად. ამიტომ, მესმის, ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ შეზღუდვების გარეშე… ჩვენ დანის პირზე, ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ. გარკვეული პერიოდი  გვექნება შეზღუდვა, გვექნება შემსუბუქება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, რადგან მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა.”- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდვები განხანგრძლივდა. დაწესებული შეზღუდვები კი სარესტორნო ბიზნესაც შეეხო. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღადგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

იტვირთბა....