ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუთაშხიას კასრის ვირთხები მონაგონი იქნება ისე დაჭამენ ერთმანეთ ეს დორბლიანი შნირები!” – რას წერს ოქიტაშვილი

კულტურის პალატის თავჯდომარე, დათო ოქიტაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გუშინ, ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

როგორც ოქიტაშვილი თავის პოსტში ამბობს, ის რაც გუშინ, ბათუმში მოხდა ყოვლად მიუღებელია.

“ის რაც მოხდა ბათუმში ყოვლად მიუღებელია ვინც არუნდა იყოს და რომელი პარტიის წარმონადგენელიც. ნაცმწამებლებმა იმ ადამიანს კიარა საკუთარ თავებს და პარტიას ჩამოამხეს ნაგავი თავზე თანაც ისეთი, რომ ვერ ჩამოირეცხავენ ვერასოდეს. რაც უფრო დრო გადის ყელამდე იძირებიან და სუნიც მძაფრად ასდით… საზოგადოებამ ბოლომდე გააშიშვლა ეს გიჟები და დასაბმელები გახდებიან მალე თუ რეცეპტს ვერ მიაგნეს…. თუთაშხიას კასრის ვირთხები მონაგონი იქნება ისე დაჭამენ ერთმანეთს ეს დორბლიანი შნირები. და მთავარი! თქვენ წარმოგიდგენიათ ამათმა სახელისუფლებო ბერკეტი კვლავ ხელში რომ ჩაიგდონ,ნაგვის ურნას ვინ დაეძებს, განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანების წამებასაც არ მოერიდებიან.
ჰოდა, ვერასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში ვერასოდეს.ამას საღად მოაზროვნე ქართველი ხალხი აღარასოდეს დაუშვებს თქვე მწამებელო-ჯალათებო.” – წერს ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....