ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი საჭმლის გარეშე დარჩება” – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ თუ  ქვეყანა არ გაიხსნება, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე.

როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსის” ჟრნალისტტან საუბრისას აღნიშნა, ისიც ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე მხარს უჭერს შეზღუდვების მოხსნას, რადგან მასობრივი ტესტირებით და სლოვაკეთის მოდელის გადმოტანით, პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია.

ამასთან, დეკანოიძე ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს „გამოცხადებულ მონობის ქრონიკას“ უწოდებს.

„წარმოუდგენელია, როცა საქართველოს ეკონომიკას ადარებენ ხოლმე საფრაგნეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნებს, რადგან თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამ პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია ტესტირებით და სხვადასხვა საშუალებებით. ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, ასეთ ქვეყანაში, სადაც მიტაცებულია სახელმწიფო და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, მათ შორის, იმაზე, თუ სად წაიღო 10 მილიარდი, რატომ არ ხსნიან სკოლებს, რატომ არის ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, როცა ძალიან ჩვეულებრივად ეკიპირებით შეიძლება ჩავიდეს და სპორტული აქტივობით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ მე ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ იმაში, რაც ახლა ხდება, ამიტომ მოვედი და მხარს ვუჭერ ამ აქციას. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ელემენტარულად შემოსავლის მიღების საშუალება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღნიშნული აქცია კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით იმართება.

იტვირთბა....