საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი დევნას და ხულიგნობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ამ წუთებში ირაკლი ჩავლეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.