“ახალი წლის კლასტერს ავცდით,” – აღნიშნული განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “დღის შოუში” გააკეთა.
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, საზოგადოებამ გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ისწავლა, ზედმიწევნით შეესრულებინა რეგულაციები
„24-დან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება, შემობრუნდეს ინფექციის მატება, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ავცდით. ეს იყო ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის, რა ისე იდეალურად, როგორც ნორვეგიელები და შვედები აკეთებენ, მაგრამ საზოგადოებამ გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ისწავლა, ზედმიწევნით შეესრულებინა რეგულაციები, რამაც მოგვცა იმედი და მოლოდინი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, დღეს, ქვეყანაში, კორონავირუსის 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.