ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“10 წლის გოგონა ტიკ-ტოკზე ვიდეოს ატვირთის დროს გარდაიცვალა” – რა განცხადებას ავრცელებენ ექიმები

იტალიის მთავრობამ TikTok-ზე წვდომა დროებით შეზღუდა. აღნიშნულის მიზეზად კი 10 წლის გოგონას გარდაცვალება სახელდება.

როგორც გაირკვა, იტალიელმა მოზარდმა საკუთარი თავი შემთხვევით მოკლა, როცა ის ე. წ. “გაშავების გამოწვევაში” მონაწილეობდა და ამისთვის ვიდეოს იღებდა. ექიმებმა თქვეს, რომ მისი ტვინი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე მკვდარი იყო.

ეს გამოწვევა ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულია დღეს TikTok-ში და ასევე სახიფათოა. ის მოითხოვს, რომ მომხმარებლებმა, რამდენიმე წამით საკუთარი თავის სიკვდილი გამოიწვიონ.

გოგონას მშობლებმა შვილის ორგანოების დონაციის შესახებ უკვე განაცხადეს.

იტალიის შინაგან საქმეთა სამისნისტროს ცნობით ამ საკითხზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ამავე თემაზე ნახეთ

იტვირთბა....