მთავარი ციტატა

“სიზმარში ხომ გელანდებოდა, კიდევ მოგელანდება მთელი ცხოვრება”- რას ეუბნება შაქარაშვილის დედა ბრალდებულს

“ენა გააჩერე, სიზმარში ხომ გელანდებოდა, კიდევ მოგელანდება მთელი ცხოვრება, ჩემი შვილის სახე კარგად დაიმახსოვრე, როგორ აგინებდით უდანაშაულო ბავშვებს ამხელა კაცი? მაპატიეთ, მაგრამ უკვე ვერ ვიკავებ თავს. ბოდიში, ბატონო მოსამართლე, ძალიან აღელვებული ვარ, როცა ამ ცხოველებს ვუყურებ, მითუმეტეს. გაითვალისწინეთ ჩემი მდგომარეობა!”

თამარ შალვაშვილი – გიორგი შაქარაშვილის დედა

თამარ შალვაშვილმა ამის შესახებ სასამართლოში განაცხადა, სადაც პირველი ჩვენება მისცა.

სასამართლში ეს თამარ შალვაშვილის პირველი ჩვენება. პროცესზე, სადაც მკვლელობაში ბრალდებულებიც ესწრებოდნენ, გარდაცვლილის დედა სიტყვით წარსდგა. დაკითხვის დროს შაქარაშვილის დედასა და ბრალდებულებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამავე თემაზე ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოაცხადოს.

იტვირთბა....